1)საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური წარმოება
პირებს, რომელთაც ადგილზე არ ესაჭიროებათ ბუღალტერი, ჩვენი სპეციალისტები, ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, სთავაზობენ დამკვეთისაგან პირველადი დოკუმენტაციისა და საბუღალტრო ინფორმაციის წამოღების და შემდგომ, საბუღალტრო პროგრამაში დამუშავების უზრუნველყოფას.
ჩვენთან გადახდილი მომსახურების თანხა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ერთი ბუღალტრის ხელფასი, საკანცელარიო, საბუღალტრო ფორმებისა და საბუღალტრო პროგრამის ღირებულების ერთიანი ხარჯი. ამასთანავე, თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მათგან მიიღებთ სათანადო დონის მომსახურებას.
2)საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ადგილზე
პირებს, რომელთაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია, ადგილზე ჰქონდეთ საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური, ვთავაზობთ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილზე გაუძღვებიან სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთანავე, ისინი მიიღებენ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებსა და ინფორმაციებს, მიმდინარე სამართლებრივი სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ საბაჟო, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის სფეროში.
ყოველთვიურად ჩვენი ფირმის სარევიზიო ჯგუფი გადაამოწმებს მათ მიერ გაწეულ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის სიზუსტეს და უტყუარობას.
3)ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
პირებს, რომელთაც არ აქვთ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, ან ეჭვი აქვთ, რომ ორგანიზაციაში საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხი დაბალია, ვთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენას საქმიანობის საწყისი პერიოდიდან
4)ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის შექმნა
აღრიცხვის ეფექტური და მოხერხებული სტრუქტურის შექმნა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება
5)საბუღალტრო პროგრამების დანერგვა
სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვისათვის თანამედროვე საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების დანერგვა და სპეციალისტების მომზადება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხსა და მუშაობის ეფექტურობას. (აქცია, 1200 ლარიანი პროგრამა უფასოთ)